გერმანიის არმია პანდემიასთან საბრძოლველად ემზადება.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანიაში შეიარაღებული ძალები მობილიზებულები არიან კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად.
მინისტრის განცხადებით, რეზერვისტები დაუკავშირდნენ მედიკოსებს სპეციალური მედიკამენტების და აღჭურვილობის მისაღებად.
კრამპ-კარებაუერის თქმით, დაახლოებით 180 000 ჯარისკაცი და 75 000 რეზერვისტი ჰყავს ბუნდესვერს და ისინი უკვე მონაწილეობენ ჩინეთიდან გერმანელების ჩამოყვანაში.
„ჩვენ ვებრძვით უხილავ მტერს“_ განაცხადა კრამპ-კარენბაუერმა.