გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ავრცელებს, _ იუწყება ipn.ge.
ამსთან, განცხადებაში აღინიშნება მზაობა შემდგომი ზომების მიღების შესახებ.
„საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება ან განხორციელება არ მოხდება და არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, რომ ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად შემდგომი ზომები მიიღოს“, – ნათქვამია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცეც ავრცელებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება, დროებით მაინც, თავისი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს ბლოკავს. ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ყოველდღე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩებში გამოდის, რადგან მათ ევროპული საქართველო სურთ. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული. განვითარების სამინისტრო აქამდე საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერდა. საქართველოს ამ მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. მომავალში, თუ საერთოდ, ეს ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს იქ, სადაც ეს ქვეყნის ევროპულ კავშირებს გააძლირებს“, – აცხადებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი.