“სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა”, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
„დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარულოა. შეგიძლიათ, რომ ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ. ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ ევროკავშირს შორდებით“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.


































































