გერმანიის კათოლიკური ეკლესია სასულიერო პირების მიერ 70-იან წლებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ბოდიშს უხდის. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„წლების განმავლობაში უარვყოფდით და არ გვინდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო“, _ განაცხადა კარდინალმა რეინარდ მარქსმა.
თვის დასაწყისში გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 1946-2014 წლებში 1600 მღვდელმა 3 677 არასრულწლოვანზე იძალადა, მათი უმეტესობა ბიჭები არიან.