აშშ, ჩინეთი, რუსეთი მსოფლიოს უფრო სახიფათოს ხდის. აღნიშნული განცხადება REUTERS -ის ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა გააკეთა.
მას ტრამპი არ დაუსახელებია, თუმცა, გაიხსენა ამერიკის პრეზიდენტის დაპირება, რომ ამერიკა კვლავ დიადი უნდა გამხდარიყო და თქვა, რომ ამერიკა სიდიადეს თუნდაც მეზობლებისა და პარტნიორების ხარჯზე აპირებს.
გერანიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ძალადობრივად გადადის ეევროპის საზღვრებზე და მხოლოდ სანქციების დაწესებითა და დამგმობელი განცხადებებით არ შემოიფარგლება.
რაც შეეხება ჩინეთს, გერმანიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა საერთაშორისო სამართალს შერჩევით იღებს.
ამ ყველაფრის შედეგად კი სახეზეა მეტი უნდობლობა, ნაკლები უსაფრთხოება და ყველა გზა ახალი ბირთვული იარაღისკენ.
ამ ყველაფრის საპასუხოდ კი გერმანიამ უნდა გააფართოვოს თავდაცვის ხარჯები, რომ უფრო მეტი წვილი შეიტანოს ევროპულ უსაფრთხოებაში და შეინარჩუნოს თავისი კავშირი შეერთებულ შტატებთან, იმის აღიარებით, რომ ამერიკის ინტერესები ევროპაში მოდის აზიის მიმართულებით.