გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა, საათნახევარი გაატარა ბომბდამშენების თავშესაფარში.
ჩერნიგოვის რეგიონში, კორიუკოვკაში, შტაინმაიერის ვიზიტის დროს საჰაერო განგაში გამოცხადდა. ის იძულებული გახდა ბომბის თავშესაფარში ჩასულიყო, ისევე როგორც სხვა მოსახლეობა. მშვიდობიან მოსახლეობასთან საუბარი სარდაფში გაგრძელდა.
შტაინმაიერი დღეს კიევში დაბრუნდება ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. ამჟამად გაურკვეველია იმოქმედებს თუ არა ამ გეგმებზე საჰაერო თავდასხმა, – წერს Spiegel.
გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.
შტაინმაიერს რთული ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინაში ბევრი მას პრორუს პოლიტიკოსად თვლიდა და რამდენიმე თვის წინ მას იმის გაგებაც კი მოუწია, რომ არ სურდათ მისი ნახვა კიევში.
ავტორი