სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის (CESL) ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
GIZ- ი საქართველომ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, საპროექტო იდეების მიღებაზე მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია რეგიონების ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.
(R)