ქართველი პატიმარი, რომელიც გერმანიის, კერძოდ კი მემინგენის ციხიდან გაიპარა, სამართალდამცველებმა ბავარიაში დააკავეს. ბავარიის პოლიციაში ამბობენ, რომ ქართველი რომელიც თავდაპირველად თურქ პატიმართან ერთად გაიქცა, მარტო მგზავრობისას დააკავეს. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
მემინგენის ციხიდან პატიმრები ეზოში სეირნობისთვის გამოყოფილ დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ. ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.