ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ 18 წლის გოგი დოლიძეს ოჯახი და პოლიცია მეორე დღეა ეძებს.
როგორც დაკარგული მოზარდის მამამ ზორბეგ დოლიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, გოგი 7 დეკემბერს, დილით, გავიდა სახლიდან და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა:
_ მეთორმეტე კლასშია. 7 დეკემბერს, დილით სკოლაში წავიდა. როგორც გავიგე, იქ არც მისულა. მითხრეს, რომ ქალაქში ჩავიდა. მას შემდგ კვალი იკარგება, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ზორბეგ დოლიძემ, რომელიც დახმარებას ითხოვს: “გემუდარებით, დამეხმარეთ! თუ ვინმემ სადმე ნახა, დამიკავშირდით. აღარ ვიცი, სად ვეძებეო!”, _ გვითხრა ზორბეგ დოლიძემ.
“დაკარგვამდე ორი დღით წინ კლასელებთან ერთად იქეიფეს. ნასვამი იყო და წაქცეულა. როგორც ოჯახში მითხრეს, სახეზე აქვს დაზიანებები და პირბადით დადიოდა. გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება _ შეიძლება პირბადით გადაადგილდებოდეს ჩემი ძმა,” _ გვითხრა გიორგი დოლიძის დამ, თეონა დოლიძემ.
დაკარგულ მოზარდს პოლიციაც ეძებს.
ბატონმა ზორბეგმა გოგის ფოტოც მოგვაწოდა და გვთხოვა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომერზე _ 593738299.