პირველი ამომრჩეველი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე უბნის გახსნიდან რამდენიმე წუთში მივიდა.
მან ხმა საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მისცა.
საარჩევნო უბანზე შესვლამდე მამაკაცს გაუზომეს ტემპერატურა, რის შემდეგაც ის შევიდა საარჩევნო უბანზე. გაიარა ხმის მიცემისთვის საჭირო პროცედურა და შევიდა ამომრჩევლებისთვის გამოყოფილ კაბინაში.
საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩაგდების შემდეგ კი მან ისე დატოვა უბანი, რომ “გურია ნიუსთან” კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ამომრჩევლებს მხოლოდ თითო თითოდ შეუძლიათ, რადგან უბანზე მხოლოდ 1 კაბინაა განთავსებული. უბანზე სულ 139 ამომრჩეველია რეგისტრირებული.