სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკა თვაური, რომელმაც 16 წლის ასაკში მარჯვენა თვალი დაკარგა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისში, სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევას პოსტს უძღვნის და იმ ადამიანის ტკივილი შესახებაც საუბრობს, რომლებმაც იმ ღამით თვალი დაკარგეს.
“ბოდიში ყველას, მაგრამ ვთვლი საჭიროდ აღვწერო ის სიმპტომები და გრძნობები, რასაც თვალგამოთხრილი ადამიანი გრძნობს, დავართავდი ფოტოსაც, უბრალოდ, ძალიან ბევრი პატარა ბავშვი ნახავს და არ მინდა ისინი შევაწუხო, უბრალოდ, აღვწერ მაქსიმალურად ნაკლები ემოციით იმ დღეებს, რაც მე გამოვცადე. 16 წლის რომ გავხდი, მარჯვენა თვალის ამპუტაციის შემდეგ რამდენიმე დღე მხოლოდ მორფინით მიყუჩებდნენ ტკივილებს, მერე საბოლოოდ ნარკომანად რომ არ გადავქცეულიყავი, თვეების მაძილზე ძლიერი გამაყუჩებლებით. თუმცა, ვერაფერ დიდს ვერ მშველიდა, მარჯვე ნა სახის არე ისე მტკიოდა , მერჩივნა საერთოდ არ მქონოდა თავი, სიცარიელე და რაღაც ისეთი აუწერელი გრძნობა მქონდა , დილაობით კი მთელი თვალის არე რაღაც წებოვანი სითხით მევსებოდა, რომელსაც სპეციალური სამედიცინო საშუალებებით მიწმენდნენ ჩემი მშობლები. მერე კი რეალობასთან შეგუება, თუმცა. ეს სხვა ისტორიააა, არანაკლებ უსიამოვნო. დღეს, ყოველთვის, როცა ამინდი იცვლება, ან ძალიან ცივა, დილაობით აუტნელი თავის ტკივილით ვიღვიძებ. ეს რასაც ვგრძნობ, ეს კი რასაც ვფიქრობ, 1 ან 2 ადამიანი რომ არ ყოფილიყო, კიდევ უბედურ შემთხვევად მივიჩნევთ მაგრამ ამდენ ადამიანს დათხარეს თვალები. პატარა გოგო გაწირეს ძალიან რთულ ბედთან საბრძოლველად, ღამე როგორ გძინავთ საერთოდ!“– წერს ნიკა თვაური.