საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვისაც გახდომა სურს, საღამოს 6 საათის შემდეგ საჭმელს არ უნდა გაეკაროს.
თუმცა მედიკოსები ასე არ ფიქრობენ. ისინი გვარწმუნებენ, რომ საკვების მიღებებს შორის ინტერვალი 4-5 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
როცა ადამიანს ძალიან მოშივდება, ის თავს ვეღარ აკონტროლებს და ბევრს ჭამს, რაც გასუქებას უწყობს ხელს.
ექიმების აზრით, 6 საათის შემდეგ ჭამის უფლება ყველას აქვს, ოღონდ მთავარია, მიღებული საკვები ცხიმების დიდ რაოდენობას არ შეიცავდეს.
ვახშმად შეგვიძლია მივირთვათ მჭლე მოხარშული ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ხილი, აგრეთვე ლობიო და ბურღულეული. ხოლო იმისათვის, რომ ათეროსკლეროზი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა დღის განმავლობაში მივიღოთ ნაკლებად ტკბილი ხილი და ბოსტნეული არანაკლებ 700 გრამისა.
ავტორი