დღეს ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ვაჩეიშვილების სახლი ცეცხლმა გაანადგურა.
რით დაეხმარება მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს – ამის გასარკვევად მერს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.
მერის თქმით, ოჯახის წევრები ამ ღამეს მეზობლებთან გაათევენ, შემდეგ კი ჩამოყალიბდებიან და საჭიროების შემთხვევაში მერია ქირას გადაუხდის, ვიდრე სამშენებლო მასალების შესაძენად საჭირო თანხის მოძიება მოხდება.
„ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა და როგორც კი შემოსავლები გაგვიჩნდება გარკვეულ თანხებს გამოვყოფთ, რომ სამშენებლო მასალის შეძენა მოახერხონ, მაგრამ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია იმდენი სახსრები, რომ სრულად უზრუნველყოს სახლების აღდგენა. მანამდე საცხოვრებელი ვისაც დასჭირდება შეგვიძლია ვუქირაოთ.
ამ ღამეს მეზობლებთან გაათევენ და შემდეგ ჩამოყალიბდებიან. ოჯახის წევრები არ იყვენ სახლში და 1 ადამიანი იმყოფებოდა მხოლოდ. გვიან შეამჩნია ხანძარი, როგოროც ვიცი მეზობელთან იყო გადასული“,_ გვითხრა კუჭავამ.