“ზოგ რაიონში სუსტად, ზოგ რაიონში ძლიერად თოვს და ითოვებს, მათ შორის გურიაშიც. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურაც ძალიან დაბალია მოსალოდნელი. დაახლოებით 0, +2 გრადუსი დღისით და ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა შაბათ-კვირას, ორშაბათსაც და სამშაბათსაც”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
დოდო გვაზავას თქმით, 26 თებერვლამდე სინოპტიკური სიტუაციის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.