თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის განცხადებით, გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია.
“დამოუკიდებლობის მოპოვებით, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ, თუმცა გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის ნიშნავს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნის, ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს. თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს”,_ განაცხადა პრემიერმა.