“უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი, ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, ქართულ ოცნებას, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ საქმეს, დიდ ეროვნულ საქმეს. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო მთავრობის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი და მოხარულები ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, რომ გასცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენი საბოლოო მიზანი ბუნებრივია არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში”. _ თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved