ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი სახე გამოჩნდება _ თავდაცვის მინისტრი მისივე ყოფილი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე იქნება, ხოლო მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, მის თანაგუნდელებს, მედიას და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ღარიბაშვილის ამბობს, სხვა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში არ იგეგმება.