ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა ქალაქ აშკელონის საავადმყოფოს მოხვდა.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბარზილაის ჰოსპიტალი პირდაპირი სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტებს ქვეყნის ცენტრში მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანენ იმისთვის, რომ ჩრდილოეთით, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში იყვნენ ვითარების შესაძლო ესკალაციისთვის.