ისრაელის თავდასხმებისა და სროლის შედეგად ღაზაში სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, _ამის შესახებ ინფორმაციას apnews ავრცელებს.
„ალ-ავადას“ საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, დაღუპულთა შორის ცხრა ერთი და იგივე ოჯახის წევრი იყო, რომლებიც ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სახლში ცხოვრობდნენ. „ნასერის“ საავადმყოფოს ცნობით, სადაც გარდაცვლილები მიიღეს, კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა იძულებით გადაადგილებულ პირთა კარავზე განხორციელებული დარტყმის შედეგად.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია შაბათს სამხრეთ ღაზაში სროლის შედეგად ვინმეს დაღუპვის შესახებ და საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.































































