ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს ღაზაში სატვირთო მანქანებიდან დახმარების მისაღებად რიგში მდგარ ხალხს. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
მედიკოსების თქმით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა და 221 დაიჭრა, რომელთაგან სულ მცირე 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ისრაელის სამხედროებმა, რომლებიც 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზაში ჰამასის მეთაურობით მოქმედ პალესტინელ მებრძოლებს ებრძვიან, აღიარეს, რომ ამ ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს და განაცხადეს, რომ ინციდენტს იძიებენ.