,,ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელი სამხედრო მიზნებს არ მიაღწევს, ჰამასის მმართველ ანკლავში, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, რომ დათანხმდეს ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტას“, _ ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელს ღაზაში ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების ვადები განსაზღვრული არ აქვს.
„ღაზას სექტორში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი არ მიაღწევს სამხედრო მიზნებს ჰამასის მმართველ ანკლავში, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, რომ დათანხმდეს ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტას.
ხელში წამზომით არ ვდგავართ. გვსურს, ამ ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ. წინა ოპერაციები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. ამიტომ, ჯერ ისრაელს არ აქვს განსაზღვრული ვადა ღაზაში ”კედლების მცველის” ოპერაციის დასრულებისთვის.
ეს რაუნდი განსხვავებულია. ჰამასმა მიმდინარე ესკალაცია წამოიწყო, რათა დღის წესრიგში გაბატონებულიყო და პალესტინის მთავრობაში პოლიტიკურად განემტკიცებინა თავისი პოზიციები. საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ინფრასტრუქტურის და ფულის იმპორტი იმყოფება ღაზას მოსახლეობაში და არა ჰამასის ხელში, რათა არ სარგებლოს სამხედრო მიზნებისთვის.“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.