დღეისთვის დაანონსებული “ღირსების მარში” ისევ გადაიდო, _ ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ.
„ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.
7 ივლისს საქართველოს საპატრიარქო “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს უნდა დაეკისროთ.
მანამდე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შეახსენა, რომ კომბლები სხვენში აქვთ შენახული. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა”ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემაც, რომელიც ამბობს, რომ “სიცოცხლის გაწირვაც რომ დასჭირდეს გეი აღლუმს არ დაუშვებს”.