პაკისტანში მობილურით გადაღებულ ვიდეოს 2 გოგო ემსხვერპლა.
როგორც BBC იუწყება, ისინი საკუთარმა ოჯახის წევრებმა მოკლეს რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ვაზირისტის ტომობრივი უბნების საზღვარზე მდებარე სოფელში.
გარდაცვლილები 16 წლის და 18 წლის გოგონები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ერთი წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელიც მამაკაცმა სამ გოგონასთან ერთად გადაიღო.
როგორც ცნობილია, ვიდეო მამაკაცმა თავად გადაიღო.
როგორც პოლიცია აცხადებს მათი მიზანი მესამე გოგონას და ამ მამაკაცის პოვნაა, ვიდრე მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, პაკისტანში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ხშირია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
აქტივისტებს სჯერავთ, რომ ქვეყანაში ყოველ წელს დაახლოებით 1000-მდე „ღირსების მკვლელობა“ ხდება.