დღეს, როგორც უკვე ვწერდით, ხანძარი იყო ჩოხატაურში _ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბრავალბინიან კორპუსში.
ცეცხლი მეორე სართულზე მდებარე ბინიდან გავრცელდა და დაიწვა პირველი სადარბაზოს მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე განთავსებული კუთხის ბინები.
“ღმერთო, გადაგვარჩინე! ეს რა უბედურება გვჭირს. რისთვის ვისჯებით. მთლიანად განადგურდა საცხოვრებლები. რა ეშველებათ ახლა, რა უნდა ქნან. კიდევ კარგი, რომ მაშველებმა იყოჩაღეს და დროულად შეძლეს ცეცხლის დამორჩილება, თორემ სულ უბედურება დატრიალდებოდა”, _ თქვეს “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნულ კორპუსში, სხვა სადარბაზოში მცხოვრებლებმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში სამტრედიისა და ოზურგეთის სამაშველო ბრიგადებიც მონაწილეობდნენ.
ამ წუთისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხანძარი იყო ჩოხატარის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში. ცეცხლი ბუჩქნარს ეკიდა. დაიწვა 2 ჰა ტერიტორია.