“ნახეთ, როგორ იწყებენ თვითმხილველები:
“ბურთი ჩაუვარდა ბავშვს შადრევანში…”
ღმერთო! ღმერთო!
ბურთი ჩაუვარდა ბავშვს!..
შადრევანში ჩაუვარდა!
და დენმა დაარტყა!
ჯერ ერთი ბიჭი ჩახტა წყალში!
ბურთის ამოსაღებად ჩახტა!
მერე მისი კლასელი ბიჭი!
მერე მათი კლასელი გოგონა!
ბურთის ამოსაღებად წყალში ჩამხტარი ბიჭის საშველად ჩახტნენ!
ბავშვები!
ერთმანეთის სიყვარულით!
არც კი დაფიქრებულან, ისე ჩახტნენ მეგობრის გადასარჩენად!
ეს სიყვარულია!
ღმერთო! ღმერთო!
პატარა გოგონა მოვა შენთან ბურთით ხელში!
ჩაიხუტე და გაათბე!
P. S. ჩემთვის უცნობმა კაცმა ორი ბავშვის ამოყვანა შეძლო. მარიტა კი…”, _ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი.