სოციალურ ქსელში ვრცელდება გიორგი დაუშვილის სულიშემძვრელი ფოტო, რომელმაც შოვში ოჯახი _ მეუღლე და სამი შილი დაკარგა. გიორგის სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნი, შვილის თოჯინა უჭირავს ხელში…
,,ფოტო, რომელზეც მამაა – ის დაკარგულ შვილებს ეძებს და ერთი სიტყვა უტრიალებს თავში, ერთადერთი: ,,იქნებ…”. დაკარგული შვილებიდან ერთის საყვარელი თოჯინა იპოვა და უჭირავს, როგორც თილისმა, როგორც ,,ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე…” – დადის, ეძებს, იმედი აქვს…
და მე, ასევე მამამ, ოთხი შვილის მამამ, რომელსაც ოთხივე ცოცხალი ჰყავს და უმცროსის (13 წლის გოგოა) თოჯინას მხოლოდ იმისთვის იღებს ხელში, რომ მას მიაწოდოს, ან ჩაძინებულს შეუსწოროს ისე, რომ სუნთქვა არ გაუძნელდეს – ხომ იცი, ზუსტად იცი, რაც უნდა გთხოვო, ღმერთო, მაღალო?
“ღმერთო, ხომ ხარ ღმერთი?” – წაკითხული და გათავისებული მაქვს – ,,არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”, მაგრამ აპოვნინე, გთხოვ – ოთხი შვილის მამა მადლობას გიხდი, რომ ისინი ცოცხლები მყავს და აი, ამ კაცის შველას გთხოვ…
ჰა, ღმერთო? ვიცი ზუსტად, რომ შენ არ მრისხანებ და მაგ რისხვაში, რამაც ამ კაცს ოჯახის წევრები დააკარგვინა, შენი ხელი არ ურევია, მაგრამ ხომ ხარ ღმერთი? იქნებ ,,გაუცოცხლო” ეგ თოჯინა?” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.