“ჩემო ლამაზებო, დღეს დავწერე თქვენი საბაზო საფეხურის დაძლევისა და ანბანური წიგნიდან ამორიცხვის ბრძანებები.
თან ღმერთს ვევედრებოდი თქვენს კეთილდღეობას და ბედნიერ მომავალს.
დარწმუნებული ვარ გაუმკლავდებით ცხოვრებისეულ გამოწვევებს და ადგილს დაიკავებთ ღირსეულთა შორის, უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილით და თქვენი ადამიანური ღირებულებებით.
მოგვენატრებით!” _ ასე ემშვიდობება სკოლის კურსდამთავრებულებს ხევის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ია ცინცაძე.