„-გადახდის აპარატი მუშაობს თქვენს ავტობუსში?
–აპა, არ მუშაობს?
–კაი, ა, მივადობ ახლა ამ ბარათს და გადახდილი იქნება, ხო?
–კი, ბატონო, გადახდილია.
–ახლა 2 კაცი მინდა აგერ რო დავპატიჟო და ორჯერ მივადო კიდო ხო?
–დიახ.
–დავპატიჟე, მარა კონტროლიორი რო ამოვიდეს, როგორ დაუმტკიცებს ეს ორი კაცი დაპატიჟებული რომ მყავს? მე კი ჩავდივარ აგერ და…
–დაანებეთ თავი ამ სხვებისთვის გადახდას, წავიდა ეგ დრო, მისას ვეღარ იხდის ადამიანი.
– ღმერთმა ნუ მოიყვანოს ჩემი საქმე ისე, 2 ჩასახუტებელი კაცი ვერ დავპატიჟო ავტობუსში.
ქუთაისი ჩახუტების ქალაქია“,_ ეს პოსტი გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, ირმა მარდალეიშვილმა.
ჩანახატი ნამდვილია. ,,გურია ნიუსის” ინფორმაციით ირმა მარდალეიშვილმა მძღოლსა და მგზავრს შორის საუბარი დღეს დილით, 4 ნომერ ავტობუსში სამსახურში მიმავალმა მოისმინა.