„გურია ნიუსს“ მოქალაქე ატყობინებს, რომ სოფელ ღრმაღელეში ოჯახი უსახლკაროდ დარჩა:
„ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ღრმაღელეში სახლის სახურავი ჩამოინგრა. ოჯახის წევრებმა ძლივს მოასწრეს გამოსვლა ღამის ოთხის ნახევარზე.
ოთხი ადამიანი ახლა თავს აფარებს მეზობლის სახლში, სადაც ოთხი ადამიანი ცხოვრობს ორი პატარა ბავშვით, არ არის მისასვლელი გზა, არ აქვთ წყალი და სატელეფონო კავშირიც ჭირს.
ახლა თოვლი რომ დაიწყებს დნობას, შესაძლოა განვითარდეს მეწყრული პროცესები, რადგან მიწას ნაპრალები აქვს _ ზაფხულში მანდარინის პლანტაციის ნახევარი დაიმეწყრა და განადგურდა.
გთხოვთ, დაეხმაროთ!
ზაზა სურმანიძე, +995599411929“, _ გვწერს მოქალაქე.