https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ღრმაღელეში ონკანში წყალი მოწესრიგდაო _ ისე მოგიწესრიგდათ ოჯახში ყველაფერი!”

10:07; 3.07.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მერიამ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ის ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომლის გახორციელებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი მუნიციპალიტეტში.

როგორც მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მათი მხრიდან ამ ჩამონათვალის გავრცელების წინაპირობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულმა ინფორმაციებმა შექმნა.

“ბოლო დროს სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია”, _ ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, სადაც იმ პროექტების ჩამონათვალიცაა, რომელთა გახორციელება მიმდინარე წელს დაიწყო და მათი ნაწილი 2020 წელს დასრულდება. ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება 11 600 000 ლარს შეადგენს.

მერია ინფორმაციაში არ აკონკრეტებს რომელმა მედიასაშუალებამ რომელ მიმდინარე თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია. თუმცა, მედიასაშუალებებში გაჟღერებული ინფორმაციები იქეთ რომ იყოს, მერიის ოფიციალურ გვერდზე თვალის გადავლებითაც ნათელი ხდება, რომ ლანჩხუთში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამ დასკვნის საშუალებას მოქალაქეების მიერ გაკეთებული ის კომენტარები იძლევა, რომელიც მერიის ფეისბუქგვერდზე მრავლადაა გამოქვეყნებული.

“სხვა ქუჩები არ ვიცი, მაგრამ იოანე ნათლისმცემლის ქუჩა რომ ამოშალეს ლანჩხუთის ტერიტორიიდან, ეგ ჭეშმარიტებაა!”

“ნინოშვილის პირველი შესახვევიდან მერამდენედ უნდა შემოვიტანოთ განცხადება?! გზას თუ არ აგებთ, სანიაღვრე არხები მაინც გააკეთეთ!”

“რომელი გზა აღადგინეთ აკეთში სტიქიით დაზიანებული, იქნებ, არ ვიცით. არ დაიღალეთ ამდენი ტყუილებით ან საერთოდ გზას თქვენ რას ეძახით?! კიდევ, ბატონო მერო, ეს ავტობანის მანქანები რომ დახრიგინობენ თქვენ მიერ “აღდგენილ” გზაზე, რატომ არ ირწყვება გზები შუხუთიდან ჭანჭათამდე?! შეიძლება ამ გაუსაძლის სიცხეში გზის მოურწყველობა? ეს არის სოფლის მოსახლეობის აგდება, მეტი არაფერი, მიაქციეთ ყურადღება”.

“ღრმაღელეში ონკანში წყალი მოწესრიგდაო _ ისე მოგიწესრიგდათ ოჯახში ყველაფერი თქვენ!”

“ძალიან ლამაზდება ქალაქი. იქნებ, სოციალური მომსახურების სააგენტომდე მისასვლელ გზასაც მიხედოთ”, _ ვკითხულობთ მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მოქალაქეების მიერ გაკეთებულ კომენტარებში.

როგორც ამ კომენტარებიდან ჩანს, ყველაზე მეტად გამწყრალები ამ მხრივ ქალაქის მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც რკინიგზის სადგურისა და სტადიონის მიმდებარედ ცხოვრობს.

“ბატონო მერო, მორჩილაძის ქუჩაზეც შემოგვიჭყიტე და დაინახე ორმოები და ტალახი”.

“მორჩილაძის ქუჩას უყურებს მატარებლიდან მრავალი ტურისტი და სირცხვილი არაა, ბატონო მერო, იმოდენა ორმო-ტალახების დანახვა?! რას იფიქრებენ ტურისტები _ ეს რა საშინელება ყოფილა საქართველო, აქ რამ ჩამოგვიყვანაო. მოგვხედეთ”.

“რა დააშავა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიამ? ნინოშვილის ქუჩაზე ამდენმა ნანგრევებად ქცეულმა შენობამ ქვეწარმავლების ბუდედ რომ იქცა _ რა დააშავა არაცენტრალურმა გზისპირა ლანჩხუთმა?!”

“წყალდიდობა არ აცდება ჩემს ქუჩას. პირველ რიგში, სადგურის მიმდებარე არხები უნდა გაკეთებულიყო. ყველა ქუჩის ნიაღვარი ჩვენთან იყრის თავს”, _ წერენ ის ლანჩხუთელები, რომლებიც რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

აქაური მოსახლეობა უკმაყოფილებას არც “გურია ნიუსთან” საუბარში მალავს და ამბობს, რომ რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. მათი თქმით, სადგურის სიახლოვეს ცხაურა ისე გამოვიდა მწყობრიდან, რომ ავტომანქანით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. მეტიც, აქ ფეხით გავლაც კი საფრთხის შემცველია.

“მივმართეთ ყველას, ვისთვისაც უნდა მიგვემართა, მაგრამ შედეგი რაც არის, ფაქტი აგერაა _ ეს ცხაურა ჯერ ცოტაზე იყო დაზიანებული, მერე ნელ-ნელა იმატა. ეს სადმე სოფლის განაპირა გზა კი არ არის, ქალაქის ქუჩაა. აქვე რკინიგზის სადგურია, სადაც უამრავი ადამიანი მიდი-მოდის ყოველდღიურად”, _ ამბობენ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები.

როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, ნინოშვილისა და ზენაიშვილის ქუჩების მიმდებარედ გზის საფარისა და ცხაურის დაზიანება ავტობანზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების ხშირმა გადაადგილებამ გამოიწვია:

“ეს გზა ჩვენ, ადგილობრივებს არ გაგვიფუჭებია. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ტრაილერები გადაადგილდებოდნენ ამ გზით. რამდენიმე მანქანა ყოველ ღამე აქ ეყენა, რადგან მათ მძღოლებს სახლი ჰქონდათ აქვე ნაქირავები. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რომ ტრაილერების სიარული აეკრძალათ, მაგრამ ნული იყო შედეგი. ახლა წვიმის მოსვლის გვეშინია, რადგან ჩავარდნილი ცხაურები წყალს ვერ გაატარებენ და ეს კიდევ დამატებითი საფრთხეებს შექმნის _ ეზოები დაგვეტბორება”, _ ამბობს მოსახლეობა, მათ პასუხად კი მერიასა და ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარედ დაზიანებულ მილხიდთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მზადდება პროექტი და უახლოეს დღეებში სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25 თებერვალი, 2026

ბათუმი EURONEWS-ის ობიექტივში

"ბიჟუტერია ივანიშვილისგან, ვის სჯერა, რომ ეს მხოლოდ გადაადგილებას აკონტროლებს?!“ _ ნიკა მელია

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო