ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სახლში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანმშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მელიას ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური შეაბეს. აღნიშნულის თაობაზე კომენტარი გააკეთა ნიკა მელიამ.
„ღიმილისმომგვრელია ესბიჟუტერია ივანიშვილისგან, ვის სჯერა, რომ ეს მხოლოდ გადაადგილებას აკონტროლებს?! მტერმა ისაუბრა იმ საკითხებთან დაკავშირებით, როცა არის მაღალი ალბათობა, რომ არამარტო გადაადგილება კონტროლდება, არამედ ისმინება“, – თქვა ნიკა მელიამ.