უახლოესი 100 წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ცაზე ღრუბლების გროვა გაქრეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, გროვა ღრუბლების გაქრობის შემთხვევაში კლიმატური კატასტროფა გარდაუვალია.
მეცნიერების თქმით, ატმოსფეროში საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე აირების კონცენტრაციის ზრდა საფრთხეს უქმნის ღრუბლის ფენას, რომელიც მსოფლიო ოკეანეს მზის სხივებისაგან იცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ღრუბლები დაშლას დაიწყებს, ოკეანეში წყლის ტემპერატურა მოიმატებს, ხოლო საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 8 გრადუსით გაიზრდება, რაც ფლორისა და ფაუნის განადგურების საფრთხეს ქმნის.
როგორც მეცნიერები ამბობენ, პარიზის კლიმატის შესახებ მიღწეული ხელშეკრულების დაცვის შემთხვევაში პრობლემის დაძლევა შესაძლებელია.