საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სოფელ გიორგიწმინდასთან ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია.
“ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების სარფთხე მაღალია. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.































































