ყველაზე ცნობილი ღმერთი–ღვთაება ეგვიპტური მზის ღმერთი „რა“ გახლავთ. მასზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს, ამზადებენ სუვენირებს და აკეთებენ ფულს.
„რას“ აქვს განსხეულება – ჩიტი, ფენიქსის სახით; ასევე, ხარი მნევისისა და ობელისკის ბენ–ბენის ვიზუალით.
ამ ყველაფრის ახსნას ძალიან დიდი დრო სჭირდება და რამდენიმე მეცნიერიც.
„რა“ დღისით ანათებდა მიწას, საღამოს კი ძვირფას ტახტზე დაბრძანდებოდა, ხოლო სხივებს მდინარე ნილოსში ჩაუშვებდა ხოლმე. „რა“ ამბობს: „მე ვიყავი გუშინ; მე ვიცი ხვალინდელი დღე“.
პოპულარობაში „რას“ ცოტათი ჩამორჩება ბერძნული ღმერთ–ღვთაება – ჰელიოსი. ისიც ცაში ცხოვრობს, იქ ეტლით დასეირნობს და დედამიწაზე სხივებს გზავნის. დღეს მისი გარჩევა აპოლონისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ტყუპისცალიც ჰყავს – რომაული თება.
ჰელიოსის „საქმენი საგმირონი:“ მან „ჩაუშვა“ ჰეფესტოსთან მისი მშვენიერი მეუღლე, აფროდიტე – ომის ღმერთთან, არესთან გღალატობსო; გასცა პერსეფონტეს მკვლელი აიდი, რათა მისი ცოლი ჩაეგდო ხელში. ჰელიოსი არ მოსწონდათ დანარჩენ ღმერთებს. სამაგიეროდ, უყვარდათ ბერძნებს. ამიტომაც აღმართეს მისი 36-მეტრიანი ქანდაკება და მას „როდოსის კოლოსი“ უწოდეს.
ავტორი