პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“ეს არის დღე, როდესაც ხელისუფალმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული, საჯაროდ გათელა რა ფეხქვეშ საქართველოს კონსტიტუცია, მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია და მას შემდეგ იმყოფება პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში.
შესაბამისად, პროტესტი არის არა თუ ხალხის უფლება, არამედ მისი მოვალეობა, რათა აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება და აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი.” – წერს გია ხუხაშვილი.






























































