პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკიმ აქციის მონაწილეებს “ხეპრეები” უწოდა და განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა აქციის მონაწილეების ნათქვამს, მთავარია ხელისუფლებამ საქმიანობა გააგრძელოს.
“ადამიანებმა გადაწყვიტეს რაოდენობის მიუხედავად, იყვნენ იმდენად რადიკალურები და ხეპრეები, რომ შეუშალონ ხელი იმ საკითხებს, რასაც ვიხილავთ. სამწუხაროა, მაგრამ საკმაოდ დიდია ხალხის რაოდენობა, ვინც აგრესიულად არის განწყობილი, მათ შორის, ჩვენც გვიკავშირდებიან და კატეგორიულად არ უნდა იქნეს დაშვებული ის, რომ დაძაბულობა და პარტიებს შორის ურთიერთობა საზოგადოებაზე გადავიდეს. რას იტყვიან ბოქლომები რა მნიშვნელობა აქვს. არ ემახსოვრება ხვალ არავის. თუ არ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, ეს ყველას დაამახსოვრდება,”_ აღნიშნა ვოლსკიმ.