„მე არ მგონია, რომ მელიას გისოსებს მიღმა ყოფნა მომგებიანია მმართველი პარტიისთვის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეგობრების სახელით გავრცელებულ წერილს პარლამენტის ვიცესპიკერი და „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი.
,,დანაშაულია ჩადენილი და კონკრეტული, ამას რასაკვირველია კიდევ დადასტურება სჭირდება სასამართლოს მიერ, რას იზამს სასამართლო, მე წინასწარ ვერ გადავწყვეტ. შევეჩვიოთ იმას, რომ ვერ მისცემს პოლიტიკურ შეკვეთას სასამართლოს ხელისუფლება. თუ როგორ კეთდება, მეგობრების ჯგუფმა მაშინ გვიკარნახოს, როგორ შეიძლება მათ სახელმწიფოებში პრეზიდენტმა, პარტიის თავმჯდომარემ ან პარლამენტის თავმჯდომარემ ან პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს მიუთითოს, რა უნდა გაკეთდეს, თუკი ასეთი გამოცდილება არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში“ , – განაცხადა გია ვოლსკმა.
ცნობისთვის, საქართველოს მეგობრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ღია წერილი გამოაქვეყნეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გაათავისუფლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია და ამით პირველი ნაბიჯი გადადგას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
ცნობისთვის, ნიკა მელია 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს.