პრეზიდენტი ყველანაირი თვალსაზრისით გასცდა როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ ფორმატს, _ ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“პრეზიდენტი ჩაება პოლიტიკურ თამაშში და გარკვეულ პლატფორმას იქმნის თავისთვის.
როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური და კორექტულობის თვალსაზრისით, იგი გასცდა ყველა ფორმატს, კონსტიტუციურსაც და ადამიანურსაც“,- განაცხადა ვოლსკიმ.