საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა.
ზურაბ ოთხოზორია 4 დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ოთხოზორიას დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხურჩაში მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრეებთან. რის შედეგადაც, მას შეიარაღებულმა სამხედრომ რამდენჯერმე ესროლა, მათ შორის თავის არეში. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.