,,მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – მე არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ ბრალდებული იმიტომ, რომ მე ის პირუტყვი არ მიცემია – ის მე დამესხა თავს, დამესხა დავალებით, დავალების მიმცემი იყო სუს-ი და სუს-ის დავალების მიმცემი იყო ივანიშვილი“, _ ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც ხვალ გასამართ დანიშნულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სპეკულაციებში არ შევა, ეს მუხლი 1 წლამდე პატიმრობას მოიცავს და სადაც სამჯერ ეცნენ, მეოთხე და მეხუთე გამორიცხული არ არის.
2020 წლის არჩევნების შემდეგ 126-ე მუხლი ამნისტირებულია, ოღონდ ამნისტია შეეხება პირს თუ დაზარალებული არის მომხრე – ანუ, ჩვენი ქართული მართლმსაჯულების ცინიზმი კიდევ იქამდე მიდის, რომ შეიძლება ხვალ დამახვედრონ ბატონი გავაშელიშვილის წერილი, რომ თურმე ის მპატიობს, რომ ვცემე. მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – მე არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ ბრალდებული იმიტომ, რომ მე ის პირუტყვი არ მიცემია – ის მე დამესხა თავს, დამესხა დავალებით, დავალების მიმცემი იყო სუს-ი და სუს-ის დავალების მიმცემი იყო ივანიშვილი. ნუ ეგონება ნურავის, რომ იქ ვიღაც “ნაციონალის” ცემა შესაძლებელია და პირიქით, არა. თქვენი წყალობა თქვენვე დაიტოვეთ, ხვალ შეიძლება მოსამართლემ გააგრძელოს ეს საქმე, რაც უნდა ის მოუსჯია, არ მაინტერესებს. ეს საქმე გაიხსნება და გამოჩნდება ივანიშვილის და მისი ოჯახის რეალური სახე. მე სპეკულაციებში არ შევალ, ეს მუხლი თავისთავად 1 წლამდე პატიმრობას მოიცავს და სადაც სამჯერ მეცნენ, მეოთხე და მეხუთე გამორიცხული არ არის. მთავარი არის ის, რომ ცდილობენ ამნისტიით ჩაფარცხონ ეს საქმე. მოუწევთ ამ საქმეზე პასუხისგება არა 126-ე მუხლით, არამედ სხვა უფრო მძიმე მუხლებით, იმ მუხლებით, რომლის გამოყენებაც თქვენ გიყვართ თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
ჩემს კოლეგებსაც მინდა ვთხოვო ოპოზიციიდან, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მართლმსაჯულების რაიმე რეფორმა ივანიშვილის პირობებში განხორციელდეს – ეს არის შეუძლებელი, ეს არის ოქსიმორონი. ივანიშვილი არასდროს არ დათმობს სასამართლოს და პროკურატურას. ივანიშვილი არის პოლიტიკური პრობლემა ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას, სხვანაირად სასამართლო არ განვითარდება – ბაყბაყ დევი აზის ამ სასამართლოს და სანამ აზის ის იქნება ისეთი, როგორიც ახლა არის“, – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოპოზიციონერ პოლიტიკოს, პროკურატურა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.