“გიგანტური ხელი” მდებარეობს ატაკამას უდაბნოში. უდაბნო ჩილეს ტერიტორიაზეა და მსოფლიოში ყველაზე მშრალ ადგილს წარმოადგენს, წვიმა აქ იშვიათი შემთხვევაა. სწორედ აქ არის აღმართული 11 მეტრი სიმაღლის ხელის ქანდაკება.
ხუთ თითიანი გიგანტური ხელი და ხელის მტევნის ნაწილი აღიმართება შუა უდაბნოში და ამშვენებს მას. შედევრი 1992 წელს გაჩნდა და მისი შემქმნელი არქიტექტორი მარიო ირაზაბალი იყო. საინტერესო ისაა, რომ უახლოესი ქალაქი, ანტოფაგასტა ქანდაკებიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ქანდაკების ფუნდამენტი რკინისა და ცემენტისგან შედგება.
თავის ქანდაკებებში ჩილელი არქიტექტორი ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: მწუხარება, მარტოობა და უსამართლობა. კონკრეტულად რა უნდოდა ეთქვა მას ამ ქანდაკებით დღემდე უცნობია.
ქანდაკებასთან ახლოს მისვლისას მისტიური განწყობა გეუფლებათ. თითქოს ბუმბერაზი ჩაეფლო სილაში და დახმარებას ითხოვს.