უგულავას ყოფილი მეუღლე, ლელა კილაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„გიგი და სანდრო, თქვენი სიყვარული ყველა განსაცდელს მოერევა. ისევ ერთად იქნებით ძალიან მალე. ბოროტება არის ხანმოკლე, სიყვარულს და სიკეთეს დასასრული არ აქვს. გიგი, შენ კარგი ადამიანი და ძლიერი კაცი ხარ. კიდევ ერთხელ გაუძელი და იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაბრუნდი“,_ წერს კილაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ დღეს გიგი უგულავას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების გაფლანგვაში.