“ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა ეთანხმება მოსაზრებას, რომ კორონავირუსის ვაქცინის შემოტანა და გაყიდვა კომერციული გზით მოხდეს.
“დღეს რა კრძალავს, კერძომ რომ შემოიტანოს კოვიდ 19-ის ვაქცინა, თუ ამის თავი აქვს? სხვა გრიპის ვაქცინა ხომ შემოდის კერძოდ? თუ ვინმეს შეუძლია მოკიდოს ხელი, რატომ ველოდებით სახელმწიფოს? ვინ ეკითხება სახელმწიფოს? ან ვინ თქვა, რომ ამით სახელმწიფო თავისუფლდება ვაქცინის შემოტანის ვალდებულებისგან?
დავუბრუნდეთ ჯანსაღი აზრის ფარგლებს, ხალხნო!“ _ წერს ფეისბუქგვერდზე გიგი უგულავა.