ქართული ოცნების წევრები ევროპულ საქართველოს შეუერთდნენ – ამის შესახებ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, პარტიას დღეს კიდევ რვა ადამიანი ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თერჯოლიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან და აჭარიდან შეუერთდა.
უგულავას თქმით, ქვეყანაში ნეპოტიზმი, გაჭირვება და გაუსაძლისი მდგომარეობაა.
მმართველი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად კი უგულავა ქართული ოცნების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ასახელებს.
გიგი უგულავას თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მათ ოცნების 300-მდე წევრი შეუერთდა.
16 ოქტომბერს ზუგდიდში ,, ქართული ოცნება” 17-მა წევრმა დატოვა და ,,ევროპულ საქართველოს” შეუერთდა.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
21 სექტემბერს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, წალკასა და დმანისში პარტია “ქართული ოცნების” ორგანიზაციის დამფუძნებლები აღარ უჭერენ მხარს მმართველ პარტიას და ევროპულ საქართველოს შეუერთდნენ.
imedinews.ge