დღეს იქნება თუ ხვალ, ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას.
შეგახსენებთ, არანაკლებ ღვარძლიანი, არანაკლებ უზნეო და სამარცხვინო იყო ხელისუფლების განცხადებები ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც კალორიებს ითვლიდნენ და ღლიცინებდნენ, არაადამიანურად იქცეოდნენ. მხოლოდ შიმშილობის 42 დღეს შეიბერტყეს ყური, დაპანიკდნენ და იძულებულები გახდნენ გორში გადაეყვანათ. ყველაფერი უღირსი ფორმით გააკეთეს, როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია.
არც ახლა ველოდები, რომ ღირსეულ საქციელს ჩაიდენენ. სამწუხარო მოცემულობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავისუფლების ფასს იხდის საკუთარი სიცოცხლით. თუ გვინდა, რომ ჰუმანურ საზოგადოებად შევდგეთ და ევროპულ საზოგადოებად ვიწოდებოდეთ, პროგრესი გვქონდეს, თუნდაც ევროკავშირის კანდიდატობის მიმართულებით, ეს საკითხი სწრაფად და ღირსეულად უნდა გადაწყდეს“,- თქვა გიგი უგულავამ.
ავტორი