ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ამის შესახებ პოლიტიკოსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. აღნიშნულის შესახებ უგულავამ მას შემდეგ დაწერა, რაც ,,ქართლმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
,,ჩემი აზრით:
1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან;
2.ვადა უნდა მივცეთ ოცნებას, შესაბამისად, მთავრობისგან გადაგდებულ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ „ოცნება“ შეთანხმებაში.
3.შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება“
4.ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს „ოცნებამ“ საქართველოში გააუქმა არჩევნები“, _ წერს უგულავა.
ავტორი: მერაბ ცაავა