“თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს _ საზოგადოებრივ აზრს!
დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იტყვის _ სამართალმა პური სჭამა.
თუმცა, დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს მორიგ ჯერზე.
სასამართლო იმისთვისაა, რომ გაუძლოს ხალხის შეძახილს: ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგ!” _ ასე ეხმაურება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გირგვლიანის საქმეზე სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
უგულავას თქმით “სამწუხაროდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, სასამართლომ ფარსად აქცია”:
“პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა, ასეა ყველგან და სხვანაირად ვერც იქნება. ამ უფლების ბუნებაა ასეთი. პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური შეიძლება იყოს.
დიახ მეგობრებო! გაიხარეთ “სამართლიანობა აღზდგა”, მაგრამ საბოლოოდ დასამარდა “კანონის უზენაესობის” შანსი. ვიქეცით რაღაც ტომად და ხელიდან ვუშვებთ ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალბების შანსს.
პ.ს. ეს საქმე სტრასბურგში წასაგებადაა განწირული. გირგვლიანის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს ექნება ორი გადაწყვეტილება. პირველი სადაც სწერია, რომ “გამაოგნებელი იყო” და მეორე – “შურისძიებით გაჟღენთილი” არის გამოძიება.
ასე რომ ივანიშვილს, თავის ოცნებიან, მოსამართლეებიანათ აუცილბლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება სხვისი ტრაგედიის “საკუთარი პოლიტიკური მიზნით” გამოყენებისთვის.
ასეა თუ ისე უნდა დავასრულოთ ამ ტრაგედიით მანიპულირება და ვიყუროთ წინ” _ წერს უგულავა.
ამავე თემაზე: ნანუკა ჟორჟოლიანი: “მგონი დებილები ხართ. თან პოლიტიკურად მოტივირებული დებილები”