გიგი უგულავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სხდომას ესწრებოდა, დარბაზიდან გააძევეს.
უგულავა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მიყვანას ითხოვდა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.
სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყანაზე უარი თქვა, ის სასამართლო პროცესს ვერ ესწრება.
წყარო: ნეტგაზეთი