სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ალბათ, იმიტომ რომ უცხოელი ძიუდოისტებიც არ გავლახო, პასპორტი ჩამომართვეს. ზედ ხურდად 2000ლ გირაო. ეს ტაკიმასხარაობა ამიტომ მოაწყეს. არა უშავს, მეტი დრო მაქ ბრძოლისთვის და შვილებისთვის,“_ წერს უგულავა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი.