შრომის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „გილდია“ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს.
„სოლიდარობას ვუცხადებთ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს. დღეს 390-მდე სოციალური აგენტი, სპეციალისტი, უფროსი და მთავარი სპეციალისტი, ღირსეული შრომის პირობებისთვის გაიფიცა. შრომა უკიდურესად მძიმეა სოციალური მომსახურების სააგენტოში დასამებულებისთვის; ხშირად ისინი ბენეფიციარების მხარდაჭერას მხოლოდ საკუთარი რესურსების ხარჯზე ახერხებენ. აღსანიშნი ფაქტია, რომ სოციალურ აგენტებს უწევთ ანაზღაურების დიდი ნაწილი სამსახურეობრივი მიზნებისთვის გამოიყენონ, რადგან სააგენტო არ უზრუნველყოფს მათი გადაადგილების ხარჯების დაფარვას. სამუშაოს დიდ მოცულობასა და მასთან შეუსაბამო ანაზღაურებასთან ერთად, ძალიან მცირეა დასაქმებულების რაოდენობა, რაც ზეგანაკვეთურ შრომასა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში ვლინდება. ამის გამო, დასაქმებულებს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსებაც კი უწევთ“- ნათქვამია მათ განცხადებაში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.